პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭო საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე საპროტესტო აქციებს აანონსებს.
პარტიების ლიდერები დღეს მაუწყებლის შენობასთან შეიკრიბნენ და ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, მეორე არხზე აღარ გავა გადაცემა ბრიფინგების დრო, სადაც პოლიტიკური პარტიების განცხადებები გადაიცემოდა. ამას ოპოზიცია წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულ შეზღუდვად აფასებს.
მაუწყებელში გადაცემის მთლიანად დახურვას არ ადასტურებენ, თუმცა განმარტავენ, რომ მეორე არხი პარტიების აქტივობების გადაღებას თავად აღარ უზრუნველყოფს და ეთერში მხოლოდ ე.წ. პრესკლუბის მასალები მოხვდება.
მეორე არხის რამდენიმე გადაცემის თანამშრომელი საქმიანობას დღეიდან უკვე პირველი არხის სხვადასხვა პროგრამაში აგრძელებს.