18 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
"აწარმოე საქართველოს" სესხის დახმარებით თბილისში ახალი ყავის საწარმო გაიხსნა

პირველად საქართველოში ესპრესო ტექნოლოგიით ყავის წარმოება - აწარმოე საქართველოს სესხის დახმარებით თბილისში ახალი ყავის საწარმო გაიხსნა. საწარმო ახორციელებს იმპორტს მწვანე ყავის, მისი დაფქვის შემდეგ დაფასოებული ყავა მონდო ბაზარზე გადის.

ბბ კომპანი 2002 წლიდან ფუნქციონირებს და მისი საქმიანობა იტალიური ყავის პროფესიული დანადგარების იმპორტს უკავშირდება.

აწარმოე საქართველოს დახმარებით კი, კომპანიამ ბიზნესი გააფართოვა, ახალი დანადგარები შეიძინა და ყავის წარმოება დაიწყო. ახალი საწარმო ეკონომიკის მინისტრმა დღეს დაათვალიერა. ყავის საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული.

დღის ამბები