ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2017-2020 წლების სტრატეგია იყო.
„გრძელდება შეხვედრები ჩვენს სტუდენტებთან. მე მაქვს პატივი, დღეს ვიყო თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში. ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებთან შეხვედრა პირველ რიგში, ისევე როგორც პროფესორ-მასწავლებლებთან მექნება საშუალება, გავესაუბრო იმ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს როგორც ინტეგრაციულ პროცესებს, ასევე ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებს,“ - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
ტექნიკური უნივერსიტეტის კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ მეტრეველი ამბობს, რომ სამინისტროსა და უნივერსიტეტის კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია.