18 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას მეუღლე აცხადებს, რომ ხელისუფლება ქართველი მებრძოლის გათავისუფლებით დაინტერესებული არ არის

დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას მეუღლე პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს. ლალი ბასარია აცხადებს, რომ ქართული მხარე ყოფილი სამხედროს გათავისუფლებით დაინტერესებული არ არის და პროცესში ჩართვას გიორგი მარგველაშვილს სთხოვს.

ლუკავას მეუღლე ასევე ითხოვს ხვალ, გალში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფორმატში მოხდეს მისი მეუღლის გათავისუფლების საკითხის განხილვა. ბასარიას ინფორმაციით ლუკავა უკვე 3 თვეა შეწყალებულია აფხაზური მხარის მიერ, თუმცა მისი გაცვლა გაურკვეველი მიზეზებით არ ხდება.

„ვითხოვ პრეზიდენტთან შეხვედრას, რადგან პრეზიდენტი არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია ყველანაირი ინსტანცია გამოიყენოს, რომ დადგინდეს რატომ არ არის დღემდე, გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხი დე ფაქტო აფხაზეთის წინაშე წაყენებული. ხვალ, ბოლო დღეს თუ არ განიხილეს ლუკავა გიორგის საკითხი და თუ არ მოხდა მისი გადმოყვანა, მაშინ შესაძლებელია რომ დე-ფაქტო ხელისუფლებამ გააუქმოს შეწყალება,“ - აცხადებს ლალი ბასარია.

დღის ამბები