თბილისში, თორნიკე ერისთავის 2 ნომერში ჩარხმშენებლი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. დამწვარია 60 კვადრატული მეტრი ფართობის საყოფაცხოვრებო მაღაზია.
ადგილზე 5 სამაშველო მანქანა იყო მობილიზებული. მათ ცეცხლის ლოკალიზება უკვე შეძლეს.
ზარალის ოდენობა და ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.