სამოქალაქო პლატფორმა ახალ საქართველოში გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. პარტიის სათათბიროს წევრის თქმით, ვაზიანის დასახლებაში 106 ოჯახი სასმელი წყლის და ბუნებრივი აირის გარეშე ცხოვრობს, გოჩა ჯამარაული კი გამგეობის ბიუჯეტის თანხებს ძვირადღირებულ სპორტულ ტანსაცმელსა და ტექნიკურ მოწყობაში ხარჯავს.
ახალი საქართველოს წევრების ამ განცხადებას პასუხი გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც უპასუხეს.
„როცა გოჩა ჯამარაულზე ვლაპარაკობთ, მინიმუმ იმდენი უნდა გვქონდეს გაკეთებული, რასაც გოჩა ჯამარაული აკეთებს. რაც შეეხება სპორტული ინვენტარების შეძენას, ტენდერია არის გამოცხადებული,“ - განაცხადა გარდაბნის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსმა ქეთევან ზურაბიანმა.
ზურაბიანის თქმით, ის თანხა, რომელიც დაიხარჯა სპორტულ ტანსაცმელში, არის საბიუჯეტო თანხები.