03 ოქტომბერი 2024,   19:35
ვრცლად
ევროპაში ქართველების ჯგუფი დააკავეს

მასშტაბური სპეცოპერაცია ევროპის 7 ქვეყანაში. პასპორტების, პირადობის და მართვის მოწმობების გაყალბების ბრალებით 100 პირი დააკავეს, მათგან სამი ქართველია. ისინი გერმანიაში აიყვანეს. ჯგუფის წევრებს სპეც-ოპერაციის დროს პირადობის დამადასტურებელი ყალბი მოწმობები აღმოაჩნდათ. გამოძიების ინფორმაციით  საბუთები, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის ბეჭედი ჰქონდა, ძირითადად საქართველოს მოქალაქეებისთვის იყო განკუთვნილი და ამ მოწმობებით ქართველები სხვადასხვა ქვეყანაში უპრობლემოდ გადაადგილდებოდნენ და მუშაობდნენ.

სპეცოპერაცია ერთდროულად საფრანგეთში, შვედეთში, საბერძნეთში, პორტუგალიაში, ესპანეთში, ავსტრიასა და გერმანიაში ჩატარდა. მასში ათასამდე სამართალდამცველი მონაწილეობდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, გაყალბებული პირდაობის მოწმობის საფასური 250 ევრო იყო, ხოლო პასპორტის ღირებულება 1500 ევროს შეადგენდა. ამოღებულია 57 გაყალბებული დოკუმენტი. ინფორმაცია გერმანულ მედიას ბაიერნის კრიმინალურმა განყოფილებამ მიაწოდა. ქართველების დაკავების შესახებ ადგილობივი მედიიდან შეიტყო ბერლინში საქართველოს საელჩომ. ქართველი დიპლომატები ინფორმაციის გადამოწმებას გერმანელ სამართალდამცველებთან ცდილობენ.

 

 

დღის ამბები