18 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
ასწლოვანი ხეების გადატანის საკითხთან დაკავშირებით შემოწმება დაწყებულია - გიგლა აგულაშვილი

აჭარიდან და გურიიდან ხეების გადატანის პროცესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საკითხზე შემოწმების პროცესი დაიწყო.

ამის შესახებ მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, შემოწმების პროცესი უწყების მიერ რამდენიმე დღეა, დაწყებულია. გიგლა აგულაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ვრცლად კომიტეტის სხდომაზე ისაუბრებს.

საუბარია აჭარიდან და გურიიდან ასწლოვანი ხეების ბიძინა ივანიშვილის ე.წ. დენდროლოგიურ პარკში გადატანაზე. 

 

დღის ამბები