18 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
ქრონიკული დაავადებების მედიკამენტები სიმბოლურ ფასად - სოციალურად დაუცველები 24 დასახელების მედიკამენტს 1 ლარად შეიძენენ

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაფინანსდება. 0-დან 100 ათასამდე ქულის მქონე მოქალაქეები 24 დასახელების მედიკამენტის შეძენას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შეძლებენ. ამითვის მთავრობამ 4 მილიონამდე ლარი გამოყო.

„სულ 24 მედიკამენტის შეძენას გეგმავს სახელმწიფო და ეს 24 ტიპის მედიკამენტი იქნება მხოლოდ სიმბოლურ ფასად ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის. მაქსიმუმ, რისი გადახდაც მოუწევთ ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის 1 ლარი და ასევე მაქსიმუმ მათ საშუალება ექნებათ 3 თვის მარაგი შეიძინონ შესაბამის სააფთიაქო ქსელში,“ - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ.

მმართველ გუნდის აზრით, იმისათვის, რომ აღნიშნული პროგრამა ეფექტური იყოს, 24 მედიკამენტის სია და პროცედურები ჯანდაცვის სისტემის პირველადი რგოლის ექიმებს უნდა გააცნონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები