18 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
"მოითხოვე ქართული" - ადგილობრივი წარმოების პროდუქტის პოპულარიზაციისთვის პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა

მოითხოვე ქართული - ადგილობრივი წარმოების პროდუქტის პოპულარიზაციისთვის გიორგი მარგველაშვილმა დღეს შეხვედრა გამართა.

საქართველოში ნაწარმოები პროდუქტის პოპულარიზაციის მიზნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოფენაც მოეწყო. წარდგენილი იყო პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი. ქართული ნაწარმი პრეზიდენტმაც დააგემოვნა.

„ჩვენ ჩვენი არჩევანით გავაძლიეროთ ეროვნული წარმოების პროდუქტის გასაღება. ეს ერთგვარად ალბათ მარტივი ნაბიჯია, მაგრამ მნიშვნელოვანი პატრიოტული სულისკვეთების შემცველი,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

დღის ამბები