18 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
უსასრულო ანარეკლი Selfie-ს კუბში - „მოდი ჩემთან“

გამოფენა სიყვარულის თემაზე, რომლიც მხოლოდ რამდენიმე საათს გასტანს. TBC გალერეა თანამედროვე ქართველი არტისტის, ზურაბ არაბიძის, ნამუშევრების ერთ-ერთ სერიას მასპინძლობს.

ფოტოსესია სპეციალურად შექმნილ, უსასრულო ანარეკლის მქონე 5-სარკიან კუბში ჩატარდა, რომელზე მეორდება ფრაზა „მოდი ჩემთან“.

ეს პროექტი, ერთგვარად, მოდისა და ქართულად წერის პოპულარიზაციის მოძრაობას აერთიანებს.

გამოფენის დროს სარკის კუბში მსურველებს უსასრულო ანარეკლის მქონე კედლებში უამრავი Selfie-ის გადაღების საშუალება ექნებათ.

ზურაბ არაბიძის გამოფენა TBC გალერეაში დღეს, 7 საათზე დაიწყება და მხოლოდ რამდენიმე საათი გაგრძელდება.

დღის ამბები