18 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის სკანდალური განცხადება - პოლიციის უფროსი ჩვენგან გაცილებით მაღალი ჯარიმების დაწერას ითხოვდა

„პოლიციის უფროსი ჩვენგან გაცილებით მაღალი ჯარიმების დაწერას ითხოვდა,“ - ეს განცხადება ბათუმის საპატრულო პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა, გია ხალვაშმა, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, პოლიციის სამმართველოს უფროსის, კახა ბუხრაძის, დავალებით, ჯარიმები უნდა გამკაცრებულიყო.

„არანაირი ტოლერანტობა, არანაირი პრევენცია. უნდა მომხდარიყო ანუ ელემენტარული თუ ითვალისწინებდა 50-ლარიან საჯარიმო ქვითარს, ის არ უნდა გაგვეთვალისწინებინა და უნდა გაგვეთვალისწინებინა 200-ლარიანი,“ - განაცხადა გია ხალვაშმა.

მისი თქმით, ჯარიმები უსამართლო უნდა ყოფილიყო და ის პირველი იყო, ვინც ამ მიდგომას შეეწინააღმდეგა.

გია ხალვაშის განცხადებით, კახა ბუხრაძე მასზე ზეწოლას ახდენდა და შედეგად გაათავისუფლა კიდეც.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 11-12 მარტს აქციები საპატრულო პოლიციის მხრიდან გადამეტებული სიჩქარის გამო დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები