18 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

ბათუმის მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის ორთვიან წინასწარ პატიმრობას ითხოვდა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ორივე ბრალდებული, მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია, წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ორივე ბრალდებულს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს და ნაციონალური მოძრაობის ყოფილ აქტივისტს გამოძიება დანაშაულის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. 

მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას გამოძიებამ ბრალი 12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზების გამო წაუყენა. პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არც ერთი ბრალდებული არ აღიარებს. 

დღის ამბები