ირაკლი ჩხვირკიას დედა, ცისანა როსტობაია, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს. ის აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური.
„ნამდვილად მქონდა იმის იმედი, რომ მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა იმიტომ, რომ პროკურატურის ბრალდებები ძალიან უსუსური იყო, წაიკითხეს დაწერილი და არცერთ შეკითხვას პასუხი არ გასცეს. დადეს ცრუ მოწმეები ჩვენება. ამაზე უმტკიცებენ ამათ ბრალდებას,“ - აცხადებს ცისანა როსტობაია.
მან აღნიშნა, რომ მისმა შვილმა სასამართლოს ქრონოლოგიურად მოუყვა დღის განვითარებული მოვლენები. მან განმარტა, რომ მისი შვილი ქვეყანაზე ფიქრობს.
„უკრაინის ბოლო გემით დავტოვე ქალაქი, როდესაც სოხუმი უკვე იწვოდა. ჩემს შვილს ახსოვს აფხაზეთის ომი და იმიტომ იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, რომ უნდა დაბრუნება სახლში, “ - აცხადებს ცისანა როსტობაია.
მას არ ესმის, რატომ იჭერენ მის შვილს, რადგან, როდესაც ის ბათუმში ჩავიდა, ქალაქი უკვე გადამწვარი იყო.