„ხელისუფლება ეძებს განტევების ვაცებს,“ - ეს განცხადება პარტია ემსახურე საქართველოს დამფუძნებელმა, მედა ვასაძემ, გადაცემა არჩევანში ბათუმში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, ის დღეს ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძეს შეხვდა.
„ის გაბრაზებულზე მეტად არის ღრმად განაწყენებული, ცრემლებამდე არის განაწყენებული. ის უაღრესად წუხდა ირაკლი ჩხირკვიას გამო,“ - განაცხადა მედეა ვასაძემ.
მისი აზრით, წარმოუდგენელია, რომ ორმა სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე ადამიანმა მსგავსი მასშტაბური აქციები მოაწყო.
"როგორ დავიჯერო, რომ სუს-მა არ იცოდა, რომ ქალაქის შუაგულში იგეგმებოდა ასეთი მასშტაბური აქცია და ორგანიზებას კონკრეტული ადამიანები აკეთებდნენ. ახლა მე არ გამოვრიცხავ მაღალჩინოსნების დაპირისპირებას," - განაცხადა მედეა ვასაძემ.