18 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
თუკი პოლიციის უფროსი ექვემდებარება შანტაჟს, ე.ი. არ უნდა იყოს პოლიციელი - ღოღობერიძის ადვოკატი

„გადაწყვეტილება არის აშკარა უკანონო, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო,“ - ასე აფასებს მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი, პაატა შავაძე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მან აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო იყო და მოსამართლემ ვერ დაასაბუთა საკმარისად თავისი გადაწყვეტილება.

„ყველაზე ამაზრზენი გახლავთ ის, რომ როდესაც მე ვკითხე პროკურორს, რომ ერთი საჩივარი თუ არსებობს, რომელიც რომელიმე ბრალდებულთან მიმართებაში რომელიმე მოწმემ მოგმართათ და შემოგჩივლათ, რომ ზემოქმედებას ახდენენ მასზე, მტკიცებულების განადგურების საფრთხე არსებობს, მან მიპასუხა, რომ ეს ადამიანები სოციალურ ქსელში აქტიურობენ. ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია,“ - აცხადებს პაატა შავაძე.

 მან აღნიშნა, რომ აჭარის პოლიციის უფროსი იტყუება, როდესაც შანტაჟზე საუბრობს.

„თუკი პოლიციის უფროსი ექვემდებარები შანტაჟს, ე.ი. არ უნდა იყოს პოლიციელი,“ - განაცხადა პაატა შავაძემ.  

დღის ამბები