თავისუფალი ზონის წევრი და ირაკლი ჩხვირკიას მეგობარი, ნიკა ჭურაძე, ფიქრობს, რომ ხელისუფლება მათ ორგანიზაციას ებრძვის და 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენები და ამ აქციების ორგანიზებაში ირაკლი ჩხვირკიას დადანაშაულებაც სწორედ ამაზე მოწმობს.
ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა. მისი აზრით, ბათუმის მოვლენებში სწორე ხელისუფლებაა დამნაშავე.
„თვითონ ქართული ოცნებაც უნდა მისულიყო იქ და გაეგო, რისთვის შეიკრიბა იქ ხალხი და ეს პრობლემა ერთად უნდა გადაეჭრათ, ის კი არა, რომ ვიღაცას შეაწმინდო ხელი. წეღან ჩართვაში თვითონაც თქვეს, რომ ადგილზე არ მივიდნენ იმიტომ, რომ იცოდნენ, რომ აქცია მშვიდობიანი არ იყო. ე.ი. ხელისუფლებამ იცოდა თავიდანვე, რომ აქცია მშვიდობიანად არ ჩაივლიდა,“ - განაცხადა ნიკა ჭურაძემ.
მისი აზრით, ამ აქციებისა და არეულობების ორგანიზებაში თავად ხელისუფლება იყო ჩართული.
"ჩვენ ირაკლი ჩხვირკიასთან ერთად ვებრძვით ამ ხელისუფლების, ბიძინა იოვანიშილის რეჟიმს," - განაცხადა ნიკა ჭურაძემ.