15 დეკემბერი 2024,   01:42
ვრცლად
"ინტერ რაოსთან" დაკავშირებით საქმე შესაძლოა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომდე არ მივიდეს - კახა კალაძე

ენერგეტიკის მინისტრი ენერგო კომპანია ინტერ რაოს მიერ საქართველოს მთავრობასთან დაწყებულ დავას ეხმაურება.

კახი კალაძის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და  საქმე შესაძლოა არ მივიდეს არბიტრაჟამდე.

ინტერ რაო ლარის გაუფასურების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. საუბარია ათ მილიონზე.

საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავა შესაძლოა უახლოეს მომავალში დაიწყოს.

„რამდენიმე  დღის წინ მივიღეთ შეტყობინება არბიტრაჟთან დაკავშირებით, შესაბამისად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ, წარმოვადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია.  შეიძლება არბიტრაჟამდე არც მივიდეს საქმე. ეს არის ძალიან გრძელვადიანი პროცესი. შეიძლება შედგეს მოლაპარაკებები,“-აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი.

კახა კალაძემ კომპანია ყაზტრანსგაზის პრეტენზიებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.  

ენერგეტიკის მინისტრის,  განცხადებით, ყაზტრანსგაზის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს, მოულოდნელია. 

კახა კალაძის თქმით, ისინი ითხოვდნენ, რომ ყაზახური მმართველობა დაბრუნებულიყო მენეჯმენტში, რაც ვერ მოხერხდა.

"ყაზტრანსგაზთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ დაბრუნებულიყო ყაზახური მენეჯმენტი მმართველობაში, თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ შედგა. სხვა დამატებით საკითხებზე კომენტარის გაკეთებისგან მე თავს შევიკავებ, რადგან შეიძლება შემდეგ ჩემი კომენტარი გამოყენებული არბიტრაჟში ისევ ამ კონკრეტულ საქმეში,“-განაცხადა კახი კალაძემ.

დღის ამბები