18 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
"ვიშეგრადის" ოთხეულის ქვეყნის ელჩები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნის ელჩები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და ბიზნესის საბჭოს მიერ ერთობლივი კონფერენციის ჩატარების საკითხი განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ, ბიზნეს კატალოგის პრეზენტაციაც მოეწყო, რომელიც ქართულ ღვინოსა და ადგილობრივ კომპანიებს პროდუქტის პუპულარიზაციაში დაეხმარება.

„ვფიქრობ, რომ ამ 4 ქვეყანასთან საკმაოდ დიდი პერსპექტივაა ბიზნესთანამშრომლობის. ასე რომ, ელჩებიც ძალიან მოტივირებული არიან, ჩვენი ბიზნეს სექტორიც ძალიან მოტივირებულია,“ - აღნიშნა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ.

დღის ამბები