NASA კოსმოსიდან სატურნის ახალ ფოტოებს ელოდება. კოსმოსურ ზონდი კასინი ისტორიულ მისიას შეუდგა. აპარატი პლანეტის რგოლებში 22-ჯერ უნდა შევიდეს და ფოტოები გადაიღოს. მან პირველი მანევრი უკვე შეასრულა. ზონდთან სპეციალურად გათიშეს რადიო კონტაქტი, რადგან ის საათში 110 ათასი კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდება და ასეთ ვითარებაში შესაძლოა მცირე ზომის ნაწილაკმაც კი დააზიანოს.
პირველი სიგნალის მიღებას NASA ხვალისთვის ელოდება. მისიის წარმატებით შესრულების შემთხვევაში, კასინი დედამიწაზე სატურნისა და მისი რგოლების მაღალი რეზოლუციის ფოტოებს გამოგზავნის. მეცნიერები კი, ამ მასალების მიხედვით, რგოლების მასას და ასაკს დაადგენენ.