11-12 მარტს ბათუმში გამართული აქციების ორგანიზებაში ერთ-ერთი ბრალდებულისთვის, მერაბ ღოღობერიძისთვის, გამოძიების მხრიდან საპროცესო გარიგების გარკვეული სახელების სანაცვლოდ შეთავაზებას, ნაციონალურ მოძრაობაში აფასებენ.
პარტიაში თვლიან, რომ სამართალდამცველი ორგანოს მხრიდან მსგავსი გარიგების შეთავაზება მიუღებელია, რადგან მერაბ ღოღობერიძე მათი „ე.წ. მეგობარია“. ენმ-ში ასევე ფიქრობენ, რომ ამგვარად პროკურატურა საქმეს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ მიმართავს და ორ სახლემწიფო უწყებას ერთმანეთს დაუპირისპირებს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე ბათუმის მოვლენების ორგანიზებისთვის ერთ დღეს დააკავეს.
„როდესაც მერაბ ღოღობერიძეს სთავაზობენ გარიგებას, ორგანიზატორს, მათივე განცხადებით, მთავარ დამნაშავეს, სთავაზობენ გამოძიების დაწყების პროცესში, ანუ რამდენიმე დღის დაკავებულია ეს ადამიანი. ცალსახაა, რომ ეს არის ხელისუფლების გეგმა ერთმა კლანმა დაჩაგროს მეორე კლანი და ამავე დროს, ეს ყველაფერი შეიფუთოს ირაკლი ჩხვირკიასნაირი ადამიანებით,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ონიანმა.