18 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
ივანიშვილის ხეები უკვე ფარულად გადააქვთ - "კურიერს" პროცესის გადაღების საშუალება არ მისცეს

ბიძინა ივანიშვილს ხეები უკვე ფარულად, საიდუმლო ვითარებაში გადააქვს. წაბლის ხის ტრანსპორტირება ქვემო ნატანებიდან გუშინ გვიან ღამით დაიწყო და გადატანის ამსახველი ფოტომასალა თავდაპირველად ლიბერალმა გაავრცელა. კურიერი მთელი ღამის განმავლობაში გადატანის პროცესიის გადაღებას ცდილობდა, თუმცა ამის საშუალება საპატრულო პოლიციამ არ მისცა.

წაბლის ტრანსპორტირების გამო, პოლიციას ოზურგეთი-ურეკის დამაკავშირებელი გზა ჰქონდა გადაკეტილი. თუმცა, პოლიციელები გადაკეტვის მიზეზად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებდნენ.

ადგილობრივების თქმით, ღამით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მიმდინარეობდა და ნატანები-წვერმაღალას გზაზე მხოლოდ გიგანტურ ხეს გადაადგილებდენ. წაბლის ხის ტრანსპორტირების გამო, მათივე თქმით, რამდენიმე საათით ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდათ. გზას ხის ტრანსპორტირების კვალი ეტყობა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და წაქცეულია საგზაო ნიშნები.

გზამშენი 18-ის ხელმძღვანელის თქმით, მონაკვეთზე, რომელიც პოლიციას ღამით გადაკეტილი ჰქონდა, არანაირი სამუშაოები ჯერ არ მიმდინარეობს.

ავტორი: ლადო მენაბდე

 

ამავე თემაზე
დღის ამბები