ჩერნობილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. უკრაინის პრეზიდენტი დღეს ქალაქში ბელარუს კოლეგასთან ერთად ჩავიდა. პეტრე პოროშენკომ და ალექსანდრე ლუკაშენკომ ბირთვული კატასტროფის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორზე აფეთქება 1986 წლის 26 აპრილს მოხდა. ავარიის შედეგად გამოწვეულმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა ევროპის დიდი ნაწილი გადაიარა.
ტრაგედიას მაშინ 31 ადამიანი ემსხვერპლა, უამრავი ადამიანი კი დასხივების გამო, ამ დრომდე მკურნალობს.