18 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
არასამთავრობოები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ახალი ვადით დანიშვნას აპროტესტებენ

არასამთავრობო სექტორი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, მიხეილ ჩინჩალაძის ახალი ვადით დანიშვნას აპროტესტებს. ამის არგუმენტად კი უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილი სტატისტიკა მოყავთ, რომელშიც მითითებულია, რომ ადმინისრტაციული პალატის თავმჯდომარემ 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 250 საქმე განიხილა. ეს კი სხვა მოსამართლეებთან შედარებით, საგრძნობლად დაბალი მაჩვენებელია.

მიხეილ ჩინჩალაძემ იუსტიციის საბჭოს უკვე მიმართა და მის კანდიდატურას კენჭს რამდენიმე კვირაში უყრიან. ჩინჩალაძის საქმიან ბიოგრაფიაში, საქმეების მწირი რაოდენობის გარდა, ასევე ფიგურირებს სკანდალური საქმეებიც, მათ შორის რუსთავი 2-ის ქეისი, სადაც მისი გვარი მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებს უკავშირდება.

მესამე სექტორის კრიტიკისგან ჩინჩალაძის დაცვას დღეს მისი მეგობარი, იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე და სხვა არამოსამართლე წევრებიც შეეცადნენ. ისინი საქმეთა სიმცირეს საერთაშორისო პრაქტიკით ხსნიან, თუმცა არასამთავრობოებისთვის მათი არგუმენტები არადამაჯერებელია.

დღის ამბები