18 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს შესასვლელი ბლოკირებულია - გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას ოჯახი აქციას მართავს

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ცენტრალური შესასვლელი გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრებს აქვთ ბლოკირებული. ცირგაიას ახლობლები ექიმებს დაუდევრობასა და არასათანადო მკურნალობაში ადანაშაულებენ, ხოლო პროკურატურას საქმის დროულად გამოძიებას და ექპერტიზის პასუხებს სთხოვენ.

19 წლის შოთიკო ცირგაია რეფერალურ საავადმყოფოში 30 ნოემბერს, ორივე ფილტვის შეშუპებით, პნევმონიით გარდაიცვალა.

ოჯახის წევრების განცხადებით, შოთიკოს საავადმყოფოში 5 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ და ექიმი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საუბრობდა. მათი თქმით, გარდაცვალების წინა დღეს შოთიკოს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაყვანა ესაჭიროებოდა, თუმცა ექიმები აცხადებენ, რომ მათ ამის გაკეთება ვერ შეძლეს, რადგან პაციენტმა კათეტერის დაყენებაზე უარი განაცხადა.

ცირგაიას ოჯახი აცხადებს, რომ მარეგულირებელი კომისიისგან  ექპერტიზის დასკვნას 5 თვე უშედეგოდ ელოდება. ისინი საავადმყოფოსთან აქციების გაგრძელებას და ამგვარად ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას ცდილობენ.

დღის ამბები