მთავრობის ადმინისტრაციასთან კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრების აქცია გაიმართა. აქტივისტები სახელმწიფოსგან ერთი წლის წინ გამოტანილი განკარგულების შესრულებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მერიას მათთვის უძრავი ქონება უნდა გადაეცა, თუმცა არც მიწა გადაეცათ და არც მისი ეკვივალენტური თანხა.
მერიამ მათ მიწის ნაკვეთები შესთავაზა. კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრების ნაწილისთვის კი მიწის ნაკვეთების მიღება მიუღებელია, ისინი ბინით ან ფულადი ანაზღაურებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.