უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ადაპტირებული ვებ გვერდი შექმნა.
ამ გვერდის დახმარებით მომხმარებლები ინფორმაციას მიიღებენ სააგენტოში არსებული სიახლეებისა და სერვისების შესახებ.
დამატებით ფუნქციების ინტეგრირებით, მომხმარებლებისთვის შესაძლებელია, როგორც ფონის, ფერის, ასევე შრიფტის ზომის ცვლილება, რაც მცირემხედველი პირების საჭიროებებზეა მორგებული.