18 ნოემბერი 2024,   23:19
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს კვალიფიკაციის საკმაოდ დაბალ დონე და ღირებულებითი პრობლემები აქვთ-გიორგი მშვენიერაძე

იუსტიციის საბჭოს ინიციატივას, დაწესდეს კონტროლი მოსამართლეების მისამართით გამოთქმულ საჯარო განცხადებებზე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება. ორგანიზაციაში საბჭოს ახალ ინიციატივას ცენზურად და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით ბოლო პერიოდში ნაბიჯები უკან სულ უფრო ხშირად იდგმება.

„ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ყველანი სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ მოტივირებული იმაზე, რომ შევინარჩუნოთ, დავიცვათ და გავაუმჯობესოთ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი, უკვე სულ უფრო ხშირად გვესმის ინიციატივები, გამოხატვის თავისუფლების ამა თუ იმ ფორმით შეზღუდვასთან დაკავშირებით, რაც არის ძალიან სამწუხარო.

"აბსოლუტურად გაუგებარია ფრაზა-თვითცენზურის ვალდებულება, იმიტომ, რომ თვითცენზურაც ცენზურაა და კონსტიტუციაში წერია, რომ ცენზურა არის დაუშვებელი,“-განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

განცხადება გააკეთა  არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარემაც.

გიორგი მშვენიერაძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს კვალიფიკაციის და ღირებულებითი პრობლემები აქვთ.

„სამწუხაროა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სწორად არ ესმის არც გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი და მისი მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, რაც მიუთითებს კვალიფიკაციის საკმაოდ დაბალ დონეზე, ისევე როგორც მათ აქვთ ღირებულებითი პრობლემები, იმიტომ, რომ მიაჩნიათ, რომ კრიტიკა, რომელიც მიმართულია სასამართლო სისტემისკენ მიაჩნიათ, რომ გადაწყდება ცენზურის მეშვეობით,“-აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.  

ამავე თემაზე
დღის ამბები