18 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
პარტია "ევროპული საქართველო" დევნილთა შემწეობის 60 ლარამდე გაზრდას ითხოვს

პარტია ევროპული საქართველო დევნილთა შემწეობის 60 ლარამდე გაზრდას ითხოვს. პარტიის წევრები საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტზე წარადგენენ.

ინიციატივას თან ახლავს ფინანსური დასაბუთება, რომელიც დევნილებისთვის დახმარების პაკეტის გაუმჯობესებას გულისხმობს და 2018 წლის ბიუჯეტში დამატებით 75 მილიონი ლარის მობილიზებას ითვალისწინებს.

„ჩვენ შევიმუშავეთ ჩვენი ალტერნატიული ინიციატივა, რომელიც არის კაპიკ-კაპიკ გათვლილი და რომელიც აჩვენებს საზოგადოებას, დევნილებს და მთავრობას, რომ არა თუ ეკონომია, არამედ სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენ ამ ადამიანებს გავუზარდოთ შემწეობა 60 ლარამდე,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია. 

დღის ამბები