დეკანოზ მამა გიორგი მამალაძეს წაყენებული ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურის განმარტებით, ის პატრიარქის მდივან რეფერატის განზრახ მკვლელობას ანგარების მიზნით ამზადებდა.
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ეჭვქვეშ აყენებს დანაშაულის მოტივს და აცხადებს, რომ მამა გიორგი მამალაძე ანგარების მიზნით ვერანაირ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა.
“საპატრიარქოში მამა გიორგი დანიშნა პატრიარქმა და გაათავისუფლა პატრიარქმა, პატრიარქის ბრძანებით ხდებოდა და შორენა თეთრუაშვილი არ არის თანამდებობის პირი. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა დანიშვნას და განთავისუფლებას სამსახურიდან ახორციელებს მხოლოდ და მხოლოდ პატრიარქი იმიტომ, რომ სასულიერო პირებთან დაკავშირებით, შეხება აქვს პატრიარქს და არა საერო პირებს,“ - განაცხადა რამიშვილმა.
ასევე დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას თქმით, უნდა მოხდეს ერთ-ერთი მტკიცებულების, ვიდეო მასალის სრული გასაჯაროება, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
“იმ ვიდეო მასალაში, იმიტომ ვამბობ, რომ თავიდან ბოლომდე გაუშვით, რომ მამა გიორგი მამალაძის დანაშაულებრიობა არ იკვეთება. პირიქით, ამ სამი თვის განმავლობაში ვამბობ, რომ გაუშვით ეს თავიდან ბოლომდე, რომ საზოგადოებამ არ მიიღოს ეს დაჭრილი ვიდეო მასალა, რათა არ იყოს შეცდომაში,“ - აღნიშნა ფანცულაიამ.