18 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
საინტერესოა, ხომ არ გამოიკვეთება სხვა პირთა ბრალეულობა - ედიშერ ქარჩავა ე.წ. ციანიდის საქმეზე

დეკანოზ მამა გიორგი მამალაძისთვის წაყენებული ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით საუბრობს საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა. მისი თქმით, მტკიცებულებების შეფასება არის სასამართლოს პრეროგატივა, თუმცა ადვოკატმა ასევე განცხადა, რომ პროკურატურის ქმედებები და საქმის ერთი ნაწილის გამოყოფა მისთვის გარკევულ მინიშნებებს აკეთებს.

“ჩემთვის საინტერესოა და მიმანიშნებელი ერთგვარად, პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან მანდ აღნიშული არის, რომ ციანიდი საკმარისი იყო არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანისთვის. ამასთანავე, სისხლის სამართლის ძირითადი საქმიდან გამოიყო საქმე, სხვა შესაძლო პირთა, ან სხვა დანაშაულის შემადგენლობასთან დაკავშირებით. ამიტომ საინტერესოა, იმ გამოყოფილ საქმეზე გაგრძელდება თუ არა გამოძიება და ხომ არ გამოიკვეთება სხვა პირთა ბრალეულობა,“ - განაცხადა ქარჩავამ.   

 

 

დღის ამბები