პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ დღეს აქციით პარლამენტის ქუთაისში დატოვება მოითხოვეს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრების ორგანიზატორებმა საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს.
დღესვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წინააღმდეგ, რომლის თანახმად, პარლამენტის ადგილმდებარეობის მუხლიდან ქუთაისის შესახებ ჩანაწერის ამოღება იგეგმება.