საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივა საქართველოს მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების მოსახლეობასთან შეხვედრებს ითვალისწინებს. ღონისძიების ვესაუბრებით ამომრჩევლებს ფარგლებში თითოეულ მუნიციპალიტეტში გასვლითი შეხვედრები ეტაპობრივად იმართება.
ამომრჩევლებს საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხვდებიან და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ აწვდიან ინფორმაციას.
დღეს ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, მოხალისეებთან ერთად, ამომრჩევლებს მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიასთან ხვდებიან. გასვლითი შეხვედრები ასევე გაიმართა ბორჯომში, ხაშურში, ახალციხეში, ბათუმში, საგარეჯოში.
მოქალაქეებთან საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო სახის შეხვედრები მაისის ბოლოს დასრულდება.