18 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
ზუგდიდში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ოქტომბრის დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობებს აპროტესტებენ

ზუგდიდში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ე.წ. ოქტომბრის დასახლებაში საკუთარ საყოფაცხოვრებო პირობებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, სახურავის არქონის გამო, უამინდობისას სახლებში ცხოვრება შეუძლებელია.

დევნილები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ არა აქვთ გაზი და კანალიზაცია. მათი თქმით, ელექტროენერგიით გათბობის ხარჯების გასტუმრება კი უჭირთ.

კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შიშობენ.

ზუგდიდში 45 სოციალურად დევნილი ოჯახი ცხოვრობს. მათი განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის  არაერთი მიმართვის მიუხედავად, მათი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

 

დღის ამბები