პლატფორმა ახალი საქართველო ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს. თეონა ჭალიძემ დღეს ის სტატისტიკა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ბოლო 16 თვის განმავლობაში 11 ათას ადამიანზე მეტს სოციალურად დაუცველის სტატუსი ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო შეუჩერდა.
პარტიამ ჯანდაცვის სამინისტროს ცვლილების შეტანის მოთხოვნით არაერთხელ მიმართა. თეონა ჭელიძის თქმით, პირის გარდაცვალების გამო, სოციალური დახმარება ოჯახის ყველა წევრს არ უნდა უწყდებოდეს.
„გამოდის, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო, ცოცხლად დარჩენილ ოჯახის წევრებსაც უჩერდებათ საარსებო შემწეობა და ეს დახმარება თავისის სახელიდანვე ვხვდებით, რომ არის იმისთვის, რომ არსებობისთვის არის აუცილებლი. გამოდის, რომ 3-4 თვის განმავლობაში ეს ადამიანები რჩებიან ყოველგვარი საარსებო სახსრების და ფინანსების გარეშე,“ - აცხადებს თეონა ჭალიძე.