18 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
2017 წლის 4 თვის მონაცემებით, სოციალური დახმარება 33 ათას პირს შეუწყვიტეს

გასულ წელს საარსებო შემწეობა 66 ათას ადამიანზე მეტს შეუჩერდა, 2017 წლის 4 თვის მონაცემებით, სოციალური დახმარება 33 ათას პირს შეუწყვიტეს, რაც გასული წლის საერთო მაჩვენებლის ნახევარია. 

სხვადასხვა მიზეზით ჯანდაცვის სამინისტრომ დახმარება ჯამში ასი ათასზე მეტ სოციალურად დაუცველ პირს გააუქმა. გარდაცვალების გარდა, ოჯახის ყველა წევრისთვის შეწყვეტა/შეჩერების მიზეზი ჩამონათვალში რამდენიმეა, მათ შორისა სარეიტინგო ქულის ზრდა და საზღვრის კვეთა.

საარსებო შემწეობის შეჩერების/შეწყვეტის დებულებაში ცვლილების განხორციელების მოთხოვნით ახალმა საქართველომ ჯანდაცვის მინისტრს რამდენჯერმე მიმართა. პარტიაში ამბობენ, რომ მიმართვის მიუხედავად, დებულებაში ცვლილება დავით სერგეენკოს ამ დრომდე არ შეუტანია.

ჯანდაცვის სამინსიტროში განმარტავენ, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდგომ პერიოდში გაწეული ხარჯი, ხშირ შემთხვევაში, არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება, რისი გაცემის უფლებაც სოციალური მომსახურების სააგენტოს არ აქვს. 

დღის ამბები