სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე კვლავ რიგებია. მოქალაქეებს ასევე პრეტენზიები გააჩნიათ თურქი მებაჟეების მხრიდან უხეშ დამოკიდებულებაზე. მათი განცხადებით, საბაჟოზე რამდენიმესაათიანი ლოდინი უწევთ. მათივე თქმით, ასევე ხშირია საზღვრის ჩაკეტვის შემთხვევა.
საბაჟოზე თურქეთის მხარეს სარემონტო სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. შეფერხების მიზეზად სწორედ მიმდინარე სამუშაოებს ასახელებენ.