18 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
ეს არის ტყუილი და უსინდისობა ასეთი ტყუილის გავრცელება - ლევან იზორია ნეპოტიზმის ბრალდებას პასუხობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ნეპოტიზმის ბრალდებაზე ისაუბრა. ინტერესის შემთხვევაში მინისტრი ქართული ოცნების დეპუტატების გენინსპექციაში დასაქმებული მეუღლეების კონკურსის შედეგების გასაჯაროების მზადყოფნას გამოთქვამს. ლევან იზორია უარყოფს ასევე თამარ ხულორდავას ქმრის ნასამართლეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ეს არის ტყუილი და უსინდისობა ასეთი ტყუილის გავრცელება. თუ ინტერესი იქნა, მათი კონკურსის შედეგები გასაჯაროვდება, არაფერი საიდუმლო ამაში არ არის,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

დღის ამბები