15 წლის იოსებ გიგაური ამ დრომდე ისევ საგარეჯოს პოლიციაში რჩება, საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრების საშუალებას კი მშობლებს არ აძლევენ. რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული ბიჭის დედის ინფორმაციით, არასრულწლოვანი ნაცემია, თუმცა დაშინებულია და ფიზიკური დაზიანებების ნამდვილ მიზეზს არ ასახელებს.
საგამოძიებო მოქმედებები ისევ სოციალურ მუშაკთან ერთად მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ დატოვა პოლიციის გნაყოფილება არასრულწლოვანი ბიჭის დამ და მან საგამოძიებო უწყებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენება მისცა.
15 წლის იოსებ გიგაურის ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტომ დაიწყოს გამოძიება იმ ფერმის მფლობელის წინააღმდეგ, სადაც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მოზარდი მუშაობდა.
ოჯახი აცხადებს, რომ ფერმის მფლობელი იოსებ გიგაურზე სისტემატიურად ძალადობდა, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად.
„ავიწროვებდნენ კიდეც და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. მოვითხოვთ, რომ პასუხი აგოს ჩემი ძმის ფსიქოლოგიურად ზეწოლის განხორციელების გამო,“ - აცხადებს იოსებ გიგაურის და.
არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იოსებ გიგაურის ინტერესების დაცვის სურვილი გამოთქვა.