18 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
საქართველოს შეიარაღებული ძალების 26 წლის იუბილე - სამხედრო ფიცი 263-მა ახალწვეულმა დადო

საქართველოს შეიარაღებული ძალების 26 წლის იუბილეზე, სამხედრო ფიცი 263-მა ახალწვეულმა დადო. სამთვიანი საბრძოლო მომზადების შემდეგ, ისინი შეიარაღებულ ძალებს შეუერთდნენ და სხვადასხვა ქვედანაყოფში მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში იმსახურებენ. ფიცის დადების ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ქართულ ჯარს და ახალწვეულებს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, შეიარაღებული ძალების დღე, ქვეყნის მთავარსარდალმა და თავდაცვის მინისტრმა მიულოცეს.

მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საქართველოს პრეზიდენტმა აგვისტოს ომში და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელობის მემორიალი გახსნა. მემორიალზე იმ 104 ჯარისკაცის სახელები და გვარებიც დაიტანეს, რომლებიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მსახურობდნენ და უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. 

შეიარაღებული ძალების დღე პრეზიდენტთან ერთად მთავრობისა და პარლამენტის წევრებმაც აღნიშნეს.

 

დღის ამბები