07 ოქტომბერი 2024,   02:38
ვრცლად
ამერიკელი კონგრესმენები ტრამპს საქართველოს მხარდამჭერი წერილით მიმართავენ

ამერიკელი კონგრესმენები შეერთებული შტატების პრეზიდენტს საქართველოს მხარდამჭერი წერილით მიმართავენ. დონალდ ტრამპს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად, მიმართა.

წერილს საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების შეფასებით მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების  მიერ ინიცირებული წერილი საქართველოსადმი აშშ-ის ორპარტიული ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია, რომელიც ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. კონგრესმენები მოუწოდებენ პრეზიდენტს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებისკენაც. ისინი მიმართვენ დონალდ ტრამპს განაგრძოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მხარდაჭერა. წერილში ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი სტრატეგიულ პარტნიორობასა და აშშ-ის მხრიდან ამ პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების საჭიროებაზეც არის საუბარი. 

დღის ამბები