07 ოქტომბერი 2024,   02:39
ვრცლად
ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს რუსეთი აშანტაჟებდა - აშშ-ის ყოფილი პროკურორის სკანდალური განცხადება

ვაშინგტონმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მრჩევლის მაიკლ ფლინის რუსეთთან კომუნიკაციის შესახებ, მის დათხოვნამდე რამდენიმე კვირით ადრე იცოდა - ამის შესახებ სენატის იურიდიულ კომიტეტში მოსმენის დროს, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა განაცხადა.

მოსმენა 2016 წლის არჩევნებზე რუსეთის გავლენის საკითხს ეხებოდა. სალი იატესმა პირადად შეატყობინა ტრამპის ადმინისტრაციას იმის შესახებ, რომ ფლინი სიმართლეს არ ამბობდა, რუსეთთან თავისი კონტაქტების შესახებ. იატესი ვარაუდობს, რომ ამერიკელ მაღალჩინოსანს რუსეთი აშანტაჟებდა.

სხდომის თავმჯდომარემ, სენატორმა ლინდსი გრეჰემმა იატესს ჰკითხა - იყო თუ არა რაიმე საიდუმლო შეთანხმება ტრამპის კამპანიის წარმომადგენლებსა და მოსკოვს შორის, თუმცა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ამ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა. თუმცა, დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯეიმს კლაპერმა გრეჰემს დაუდასტურა, რომ არცერთი გამოძიებით ამგვარი კავშირი არ გამოკვეთილა.

„რუსებმა იცოდნენ, რომ მაიკლ ფლინმა შეცდომაში შეიყვანა ვიცე პრეზიდენტი და დანარჩენებიც. მედიაში ვრცელდებოდა განცხადებები, სადაც ვიცე პრეზიდენტი იმეორებდა იმავეს, რასაც ფლინი ამტკიცებდა. ეს კი პრობლემას ქმნიდა, რადგან რუსებმა არა მხოლოდ იცოდნენ სიმართლე, არამედ სავარაუდოდ, ჰქონდათ მტკიცებულებაც. ამან კი შექმნა კომპრომისული სიტუაცია, სადაც ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს აშანტაჟებდა რუსეთი,” - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა სალი იატესიმ.

დღის ამბები