18 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
ხმაური ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან - ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა კარვის გაშლა სცადეს

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, სადაც ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები იმყოფებიან. ისინი გამოძიების დროულად ჩატარებას ითხოვენ.

 ცოტა ხნის წინ მათ ივანიშვილის სახლის წინ კარვის დადგმა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა.

ისინი ბიძინა ივანიშვილისგან დახმარებას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის ქვეყნის არაფორმალური მმართველია.

ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ შენობაში ხანძარი განზრახ გააჩინეს. ისინი ბავშვთა სამყაროს დირექტორის, შენობაში შემავალი კონტრაქტორი კომპანიების, ხელმძღვანელი პირების და დაცვის სამსახურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პასუხისმგებლობაც იკვეთება.

დღის ამბები