სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს თავს დაესხნენ. რუსთავი2-ის ინფორმაციით, ლაშა თორდია ჰოსპიტალიზირებულია. ამ წუთებში სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელს გამოკვლევები უტარდება, მას ტვინის შერყევა აქვს.
შემთხვევა გუშინ თბილსში შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ ელ ცენტროში მოხდა. ამის შესახებ რუსთავი2-ს თავად ლაშა თორდიამ განუცხადა.
მისი თქმით, მასზე თავდასხმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ განახორციელა.