26 აპრილი 2024,   14:56
ვრცლად
ფარცხალაძე-თორდიას ურთიერთბრალდებები - ყოფილი პროკურორი ამ დრომდე არ დაუკითხავთ

საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა ლაშა თორდიას სახლი დღეს 5 საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვეს. თორდია ამბობს, რომ გამოძიებას არ ენდობა, თუმცა, ამის მიუხედავად, ყველა დასმულ კითხვას უპასუხა.

როდის დაინტერესდება გამოძიება მომხდარზე, ოთარ ფარცხალაძის ვერსიით, უცნობია. ინცინდენტიდან 4 დღე გავიდა, თუმცა, სამართალდამცავები ყოფილი მთავარი პროკურორის დაკითხვას არ ჩქარობენ, ამას კი გამოძიების ტაქტიკით ხსნიან.

ფარცხალაძის ადვოკატებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ოთარ ფარცხალაძეს ლაშა თორდია არ უცემია. მომხდარის დეტალებს ელ ცენტროს თანამშრომლები კურიერთან საუბარში რთულად იხსენებენ, თუმცა, ადვოკატები მომხდარის სრულ სურათს სწორედ მათზე დაყრდნობით წარმოადგენენ.

ფარცხალაძის ინტერესების დამცველები ამტკიცებენ, რომ პროვოცირება ლაშა თორდიას მხრიდან იყო და ამაში გენერალური აუდიტორის პოლიტიკურ ინტერესს ასახელებენ.

მომხდარის ფარცხალაძისეული ვერსია აბსურდულია დაზარალებულისთვის. ლაშა თორდია ამბობს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს და მის ადვოკატებს ინცინდენტში მისი დადანაშაულება სურთ. 

დღის ამბები