26 აპრილი 2024,   13:10
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წევრებთან შეხვედრებს მართავენ

ნატო-ს საპარლამენტო სესიის პარალელურად, ევროპული საქართველოს წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან. უცხოელ კოლეგებთან პარტიის წევრები ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, ოკუპაციის საკითხებს, ასევე ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.

„ჩვენ გვექნება ყველა მნიშნელოვან დელეგაციასთან შეხვედრა, სადაც ვისაუბრებთ საქართველოს და ნატო-ს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, იმ ნაბიჯებზე, რაც უნდა გადაიდგას გასაწევრიანებლად. ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, რუსეთის როლზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და საქართველოში არსებულ პრობლემებზე დემოკრატიის კუთხით,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრმა, სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები