17 მაისი 2024,   15:26
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი ყაზახეთში - ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს

საქართველოსა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. საუბრის თემებს შორის რეგიონში არსებული სირთულეები და აბრეშუმის გზის პესპექტივები იყო. გიორგი მარგველაშვილმა ნურსულთან ნაზარბაევი საქართველოში ვიზიტად მიიწვია. საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ყაზახეთში საქართველო-ყაზახეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 25 წლის იუბილესა და საერთაშორისო გამოფენა ექსპო 2017-ს დაემთხვა.

“ვისაუბრეთ იმ სირთულეების შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს რეგიონში და მე მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს, მისი მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობასთან მიმართებაში,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა აბრეშუმის გზის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება

„არსებობს შესაძლებლობა, ვაქციოთ საქართველო, ისევე როგორც ყაზახეთი, ტრანტიზულ ქვეყნად აბრეშუმის გზის განვითარების კუთხით. თუ ჩვენი სამინისტროები ტარიფებზე შეთანხმდებიან, ეს გზა გახდება ყველაზე მომგებიანი ჩინეთისა და ყაზახეთისთვის, ისევე როგორც საქართველოსთვის. ეს გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნებისთვის,“ - განაცხადა ნურსულთან ნაზარბაევმა. 

დღის ამბები