19 მაისი 2024,   02:48
ვრცლად
გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში დაიბარეს

გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში დაიბარეს. ის საგამოძიებო ორგანოში 2 საათზე უნდა მივიდეს. სავარაუდოდ, პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის პროკურატურაში დაბარება მასზე განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდება. 

ის უკვე რამდენიმე თვეა მისი მანქანის აფეთქების საქმისთვის ტერაქტის კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვს. რამდენიმე დღის წინ კი თარგამაძემ განაცხადა, რომ მის საქმეში ახალი გარემოებები ჩნდება. პოლიტიკოსის განცხადებით, მან თვითონ ჩაატარა გამოძიება და დაადგინა, რომ საქმეში ბრალდებულ დავით (დარჩო) ხეჩუაშვილთან და ბორისჩაგუნავასთან ერთად, მის აფეთქებაში დიმიტრი აბრამიშვილიც მონაწილეობდა.

გივი თარგამაძის თქმით, დიმიტრი აბრამიშვილის წინააღმდეგ ამ დრომდე არ არის გამოძიება დაწყებული. პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა აბრამიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყება მოითხოვა.

 

დღის ამბები