19 მაისი 2024,   07:16
ვრცლად
“პრეზიდენტი გამოდის სუბიექტური თავისი პოლიტიკური მიზნებიდან" - მამუკა მდინარაძე

პარლამენტში მარტო დარჩენილი "ქართული ოცნება", საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვას იწყებს. ქვეყნის მთავარი დოკუმენტის კონკრეტულ მუხლებზე, ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მსჯელობენ. მთავარი ცვლილებები - მაჟორიტარული სისტემით არჩევნების გაუქმების 2024 წლამდე, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა კი 2023 წლამდე გადავადებას ეხება.

“ახლა შეტევას ახორციელებენ ჩვენი ოპონენტები პრემიერმინისტრის მიმართ და ეს არის იმდენად კომიკური სანახავი მათი მხრიდან, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ კონსტიტუციას ისე კემსავდნენ და არგებდნენ საკუთარ პოლიტიკურ ლიდერს, რომ კონსტიტუციამ დაკარგა საერთოდ სისტემა,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, აშკარად იკვეთება პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური ინტერესები.

“პრეზიდენტი გამოდის სუბიექტური თავისი პოლიტიკური მიზნებიდან. ბუნებრივია სხვა ახსნას ვერავინ მოუძებნის იმას, რომ მან პროცესი მიატოვა და პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა მანამდე, ვიდრე საერთოდ ეს პროცესი დაიწყებოდა,“ - აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ „ ქართული ოცნება" არ არის მარტო, "ქართული ოცნება" და ქართული საზოგადოება არის ერთად“.  

დღის ამბები