18 მაისი 2024,   23:12
ვრცლად
დახურული გადაცემები და რეორგანიზაცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე - მედიის პროფკავშირები ბორდს ხვდებიან

დახურული გადაცემების და რეორგანიზაციის დეტალების გასარკვევად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს ამ წუთებში მედიის პროფკავშირების წარმომადგენლები ხვდებიან.

მთავარი კითხვა, რაც შეხვედრის ინიციატორებს აქვთ, არის ის, რომ - ხომ არ დაკარგავს საზოგადოებრივი მაუწყებელი რეორგანიზაციის შემდეგ მის დანიშნულებას და ხომ არ გახდება ის რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესების გამტარებელი.

„ეს პროცესები მიიყვანს თუ არა მაუწყებელს გაჩერებამდე, გაჩუმებამდე და უქმნის თუ არა საფრთხეს მაუწყებლის იდეას,“ - მიმართა კითხვით მესხმა ბორდის თავმჯდომარეს.

გრიგოლ გოგელიას განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ახორციელებს მონიტორინგს არხზე მიმდინარე რეფორმებზე.

დღის ამბები